პროგრამა
"საქართველოს 100 საუკეთესო პროდუქტი და მომსახურება"
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. პროგრამის "საქართველოს 100 საუკეთესო პროდუქტი და მომსახურება" დამფუძნებელია ფონდი "ქართული ხარისხი"
2. მიზნები და ამოცანები
პროგრამის მთავარი მიზნებია:
-
საქართველოს პრეზიდენტის მიერ წამოყენებული ნაციონალური პროექტების პრაქტიკული განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე, სამამულო პროდუქციის და მომსახურების ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით საწარმოების, ორგანიზაციების, აღმასრულებელი ხელუსუფლებისა და საზოგადოების სტიმულირება;
-
მომხმარებელთა წინაშე მწარმოებელთა პასუხისმგებლობის ამაღლება;
-
საშინაო და საერთაშორისო ბაზრებზე წინსვლის მიზნით სამამულო წარმოების მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების შესახებ ფართო ინფორმირება;
-
საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული ჯილდოების მოსაპოვებლად საწარმოთა და ორგანიზაციათა კონკურსში მონაწილეობის ხელშეწყობა;
აღნიშნული მიზნების მისაღწევად გათვალისწინებულია შემდეგი ამოცანებეს გადაჭრა
2.1 პროგრამის "საქართველოს 100 საუკეთესო პროდუქტი და მომსახურება" ყოველწლიური კონკურსის “წლის საუკეთესო” ორგანიზება და ჩატარება, კონკურსის საფუძველზე ქართული პროდუქციისა და მომსახურების საუკეთესო ნიმუშების განსაზღვრა;
2.2 საწარმოებსა და ორგანიზაციებში ხარისხის მენეჯმენტის სისტემების შექმნაში ხელშეწყობა;
2.1 საქართველოს რეგიონებში ხარისხის გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის პროგრამების განვითარება და მხარდაჭერა;
2.2 პროგრამაში მონაწლიე საქართველოს რეგიონების, საწარმოებისა და ორგანიზაციების ინტერესებში არსებული საორგანიზაციო, მეთოდური და სარეკლამო-საინფორმაციო პროექტების შემუშავება და რეალიზება;
2.3 ხარისხის ლიდერი კომპანიებისა და ორგანიზაციების პოზიტიური გამოცდილების ფართო გავრცელება;
2.4 ხარისხის მსოფლიო დღისა და ხარისხის ევროპული კვირეულის საქართველოში ჩატარების მომზადება, გამოფენის "შეიძინეთ ქართული" ორგანიზება;
2.5 პროგრამის მონაწილე საწარმოებისა და ორგანიზაციების, ასევე რეგიონალური კომისიების მიერ დაგროვილი გამოცდილებისა და წინადადებების გათვალისწინებით პროგრამის სისტემური განვითარება;
1. პროგრამის მონაწილენი
პროგრამის მონაწილენი შეიძლება იყვნენ:
-
საქართველოს საწარმოებები, ორგანიზაციები და კერძო პირები, რომლებიც ეწევიან პროდუქციისა და მომსახურების წარმოებას;
-
სხვადასხვა ქვეყნის კომპანიები, რომლებიც საქართველოში ახდენენ პროდუქციის რეალიზაციას და აწარმოებენ მომსახურებას;
პროგრამის საორგანიზაციო სტრუქტურა
4.1 პროგრამის საორგანიზაციო სტრუქტურა მოიცავს:
4.2 ფონდის "ქართული ხარისხი" პრეზიდენტი ახორციელებს პროგრამის საერთო ხელმძღვანელობას, ყოველწლიურად ადგენს პროგრამის განვითარების საერთო მიმართულებებს, ხელს აწერს განკარგულებებსა და ფინანსურ დოკუმენტაციას, ასევე ამტკიცებს პროგრამის კონკურსის ყოველწლიური შედეგების დოკუმენტებს.
4.3 პროგრამის ორგანიზატორთა საბჭო არის სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო. საბჭო ფორმირდება დირექციით, რომელშიც გაერთიანებულია დამფუძნებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რეგიონალური კომისიების თავმჯდომარეები და პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. საბჭოს თავმჯდომარეა ფონდის “ქართული ხარისხი” პრეზიდენტი.
4.4 პროგრამის დირექცია
4.4.1 პროგრამის დირექცია გეგმავს და ახორციელებს:
-
პროგრამის პროექტების, აქციების და ღონისძიებების საორგანოზაციო, მეთოდურ და ფინანსურ უზრუნველყოფას;
-
პროგრამის ოპერატიულ მართვას;
-
რეგიონალურ კომისიებთან, მონაწილეებსა და პროგრამის პარტნიორებთან ურთიერთმოქმედებას;
-
რეგიონალური კომისიების მასალების მიღებას, დამუშავებასა და ანალიზს;
-
მონაცემთა ბაზის შეგროვებას;
-
პროგრამის ოფიციალური და დასკვნითი დოკუმენტაციის მომზადებას;
-
პროგრამოს ოფიციალური ღონისძიებებისა და აქციების ჩატარებას;
4.4.2 პროგრამის დირექცია მუშაობს მუდმივმოქმედ საფუძველზე.
4.5 რეგიონალური კომისიები
4.5.1 რეგიონალური კომისიები წარმოადგენენ პროგრამის ძირითად მოქმედ რგოლს, რომლებიც უზრუნველყოფენ მისი ამოცანებისა და მოზნების რეალიზაციას.
4.5.2 რეგიონალური კომისიები:
4.5.3 რეგიონალური კომისიების შემადგენლობა ფორმირდება საქართველოს რეგიონების ადმინისტრაციების, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბიზნესმენთა ფედერაციის, მაკონტროლებელი ორგანოების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მას-მედიის წარმომადგენლებისა და სხვა კომპეტენტური ორგანიზაციების სპეციალისტების მიერ.
4.5.4 რეგიონალური კომისიები ამტკიცებენ იმ ღონისძიებათა ნუსხას, რომელიც კონკურსის “წლის საუკეთესო” რეგიონალურ ეტაპის წარმატებით ჩატარებას უზრუნველყოფს, მათ შორის:
-
აწვდიან კონკურსის "წლის საუკეთესო" პირობებსა და სხვა პროექტების შესახებ ინფორმაციას მას-მედიას, ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და საზოგადოებას;
-
უწევენ ორგანიზებას და ატარებენ კონკურსის რეგიონალურ ეტაპს;
-
ახორციელებენ პროდუქციისა და მომსახურების შეფასებას, კონკურსში განცხადებული პროდუქციისა და მომსახურების რიცხვიდან არჩევენ საუკეთესოს;
-
შეიმაშავებენ და ატარებენ ღონისძიებებსა და აქციებს, რომლებიც მიმართულნი იქნებიან ხარისხის იდეის, კონკურსში მონაწილე კომპანიებისა და ორგანიზაციების მიღწევების, ხარისხის გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების პროპაგანდასა და პოპულარიზაციას;
-
პროგრამის დირექციაში წარმოადგენენ რეგიონალური კომისიების დასკვნებს, ასევე ორგანიზაციების შესახებ მასალებს, რომელიც დადგენილ მოთხოვნებს შეესაბამება;
4.6 პროგრამის დირექცია კომპეტენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან აყალიბებს საექსპერტო ჯგუფს. საექსპერტო ჯგუფი, ფონდის "ქართული ხარისხი" თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს ყოველწლიური კონკურსის “წლის საუკეთესო” შედეგების საექსპერტო შეფასებას.
4.7 პროგრამის პარტნიორები
4.7.1 პროგრამის პარტნიორი შეიძლება იყოს ნებისმიერი ორგანიზაცია ან საწარმო, რომელიც ხელს შეუწყობს პროგრამის მიზნებისა და ამოცანების მიღწევას, პროგრამის პროექტების, ღონისძიებებისა და აქციების რეალიზებასათვის საჭირო ორგანიზაციულ, მეთოდურ და ფინანსურ მხარდაჭერას;
4.7.2 პროგრამა, ურთიერთეშანხმების საფუძველზე, ახორციელებს პარტნიორების საინფორმაციო-სარეკლამო მხარდაჭერას, მათ შორის პარტნიორის სესახებ ინფორმაცია განთავსდება ოფიციალურ კატალოგებში, ბიულეტენებში, პრეს-რელიზებში, პროგრამის ინტერნეტ-გვერდზე, ასევე აქციების, გამოფენების და დაჯილდოების ცერემონიალის მსვლელობისას.
5. პროგრამის ლოგოტიპი (პერსპექტივაში-სავაჭრო ნიშანი)
5.1 პროგრამის ლოგოტიპის ფორმა და მისი გამოყენების წესები რეგულირდება სპეციალური დებულებით. ლოგოტიპის გამოყენების ძირითადი პირობა არის ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მხრიდან ვალდებულებების აღება, რომელიც ასახული იქნება "ხარისხის დეკლარაციაში" და მისი ხელმოწერა.
6. პროგრამის ძირითადი პროექტები:
პროგრამის პროექტებუ ყოველწლიურად ფორმირდება იმ ღონისძიებებისაგან, რომლების უზრუნველყოფენ პროგრამის მტავარი ამოცანებისა და მიზნების შესრულებას.
აქედან მუდმივმოქმედია:
6.1 კონკურსი "წლის საუკეთესო" (შემდგომში-კონკურსი)
კონკურსი არის პროგრამის მთავარი ღონისძიება, რომელიც ტარდება კატეგორიებში:
კონკურსის ჩატარების წესი და მონაწილეობის პირობები რეგულირდება ცალკეული დებულებებით.
6.1.1 ყოველწლიური კატალოგის გამოცემა და გავრცელება (Top of Georgian Quality)
პროგრამის კონკურსის ყოველი წლის შედეგების მიხედვით გამოიცემა კატალოგები (ქართულ და ინგლისურ ენაზე), რომელშიც განთავსდება ფოტომასალები და ინფორმაცია იმ პროდუქციისა და მომსახურების შესახებ, რომელიც დასკვნით ეტაპზე რეგიონალური კომისიების მიერ იქნება წარმოდგენილი. ორგანიზაციის შესახებ საინფორმაციო მოდულის განთავსება შედის სარეგისტრაციო თანხაში, ხოლო პროდუქციისა და მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციის განთავსება შესაძლებელია დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე.
კატალოგები დაეგზავნებათ სამთავრობო სტრუქტურებს, გამარჯვებულ კომპანიებს, რეგიონალურ კომისიებს. კატალოგები გავრცელდება საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ მისიებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საზღვარგარეთ, ევროპის ხარისხის ორგანიზაციაში, ფონდის “ქართული ხარისხის” პარტნიორ ორგანიზაციებში.
6.1.2 პროგრამის ვებ-გვერდი
პროგრამის დირექცია ახორციელებს პროგრამის ინტერნეტ-გვერდის შექმნასა და განვითარებას ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ორგანიზაციის შესახებ საინფორმაციო მოდულის განთავსება შედის სარეგისტრაციო თანხაში, ხოლო პროდუქციისა და მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციის განთავსება შესაძლებელია დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე.
7. პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოება
7.1 კონკურსის დასკვნითი ეტაპის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ლაურეატის დიპლომებით, საპატიო ნიშნებით, პრიზებითა და სპეციალური ჯილდოებით;
7.2 დაჯილდოების წესი რეგულირდება "კონკურსის ჯილდოებისა და საპატიო ნიშნების შესახებ" დებულებით.
8. მონაწილეობის ფინანსური პირობები
8.1 ფინანსირება კომპანიებისა და ორგანიზაციების მონაწილეობა ყოველწლიურ კონკურსში, ასევე პარტნიორებისა და სპონსორების მონაწილეობა სხვადასხვა პროექტებში რეგულირდება ცალკეული ხელშეკრულებებით.