12 ნოემბერს 16 საათზე, რესტორანში "წისქვილი" გაიმართა მსოფლიო ხარისხის დღისა და ევროპის ხარისხის კვირეულისადმი მიძღვნილი მიღება.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა "ხარისხის ნიშნით" დაჯილდოების ცერემონიალი და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ფონდ "ქართულ ხარისხს", გაზეთ "პრაიმ–ტაიმსსა" და ინგლისურენოვან გაზეთ "Georgia Today"-ის შორის.
ღონისძიების ორგანიზატორიიყო ფონდი "ქართული ხარისხი".
ღონისძიების მიზანია ბიზნესის განვითარებისა და მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების წარმოჩენა და ხელშეწყობა იყო და ამ საკითხით საზოგადოების უფრო მეტად დაინტერესება.
ევროპის ხარისხის კვირეული იმართება ხარისხის ორგანიზაციის ყველა წევრ ქვეყანაში ნოემბრის თვის მეორე კვირას. კვირეულის მიზანია ცნობიერების ამაღლება ხარისხის სფეროში, წარმატებული კომპანიების საქმიანობის დემონსტრირება და კონკურენციის პირობებში ხარისხის მნიშვნელობის წარმოჩენა, როგორც კომპანიების წარმატების საწინდარი.
"ხარისხის ნიშნის" ლაურეატები გახდნენ:
ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ცნობილი ადამიანები, ბიზნესმენები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
|