თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს ხარისხის ნიშანი მიენიჭა
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე დღეს საქართველოს ხარისხის ფონდის ორგანიზებით, ხარისხის ნიშნით დაჯილდოების ცერემონია და მედია-ტური გაიმართება.
როგორც ხარისხის ფონდში აცხადებენ, მიმდინარე წლის მაისში ფონდმა თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში პროექტით "ხარისხის ნიშანი" გათვალისწინებული სამუშაოები ჩაატარა, რაც ორგანიზაციის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასებას ისახავდა მიზნად. კომპანიამ შეფასებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა უმაღლეს დონეზე დააკმაყოფილა.
დაჯილდოების ცერემონიას საერთაშორისო ორგანიზაციების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამედიცინო დაწესებულებების და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიების შემდეგ ორგანიზაციაში მედია-ტური გაიმართება.
|