BoxCMS
 
   
 

     ანონსი

საბაზრო ეკონომიკაში არსებული კონკურენციის პირობებში მწარმოებლები მუდმივად ეძებენ საშუალებებს, რათა დაარწმუნონ დამკვეთი, კლიენტი და მომხმარებელი შეიძინონ სწორედ მათი პროდუცია ან ისარგებლონ მათი მომსახურებით.
 
ერთ-ერთი ასეთი ძირითადი საშუალებაა, რომ მწარმოებელმა წარმოადგინოს პროდუქციის (საქონელი, მომსახურება, სამუშაო) საუკეთესო ხარისხის დამადასტურებელი მოწმობები, გაცემული დამოუკიდებელი ექსპერტების, საინსპექციო ან საგამოცდო ორგანიზაციების მიერ.
 
სწორედ ამიტომ, პატივი გვაქვს შემოგთავაზოთ პროექტში "ხარისხის ნიშანი" მონაწილეობა, რომლის სერტიფიკატი და ლოგო შეიძლება გამოყენებულ იქნას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, როგორც პროდუქციის (საქონელი, მომსახურება, სამუშაო) მაღალი ხარისხის დამადასტურებელი საერთო ნაციონალური მოწმობა.
 
ამ პროექტის ფარგლებში პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის შეფასება არის:
  • დამოუკიდებელი, ვინაიდან ფონდი წარმოადგენს საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც ადმინისტრაციულად და ფინანსურად არ არის დამოკიდებული არც პროდუქციის (საქონელი, მომსახურება, სამუშაო) მწარმოებელ ორგანიზაციაზე, არც ამ პროდუქციისა და მომსახურების დამკვეთსა და მომხმარებელზე და არც სახელმწიფო ორგანოებზე, მათ შორის ზედამხედველობითზეც.
  • მამტკიცებელი, ვინაიდან ეყრდნობა რაოდენობრივ, ობიექტურად გაზომილ მონაცემებს, რომლებიც მიღებულია წინასწარ დადგენილი პროგრამით და გაფორმებულია დოკუმენტალურად.
  • ავტორიტეტული, ვინაიდან პროექტის საექსპერტო და მეთოდური უზრუნველყოფა შეესაბამება ხარისხისა და მისი შეფასების მიმართ დადგენილ მოთხოვნათა ყველაზე მაღალ კრიტერიუმებს.
 
დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
 
თბილისი, ლესელიძის ქ. 4, 3-ე სართული
ტელ/ფაქსი: 999 488
ელ-ფოსტა: info@geoquality.org