ფონდი "ქართული ხარისხი" დაარსდა 2003 წლის თებერვალში. ფონდი არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია.
ფონდის ძირითადი მისია არის ხარისხის მენეჯმენტის თანამედროვე სისტემების დანერგვა საწარმოებსა და მომსახურების სფეროში, წარმატებული ბიზნეს-საქმიანობის წარმოჩენა და წახალისების სხვადასხვა ფორმების დანერგვა, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მათი გათვითცნობიერება პროდუქციისა და მომსახურების შესახებ.
ფონდის მიერ საქართველოში პირველად გაეწია ორგანიზება საუკეთესო საწარმოებში მედია-ტურების დაგეგმვას. ფონდის ინიციატივით და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით - 19 სექტემბერი გამოცხადდა ქართული ხარისხის დღედ.
საგამოფენო ცენტრთან "ექსპო-ჯორჯია" თანამშრომლობით, კვების მრეწველობის გამოფენის ფარგლებში, არაერთგზის ჩატარდა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების პროფესიონალური დეგუსტაცია, ასევე სხვადასხვა კვების პროდუქტების სამოყვარულო დეგუსტაცია.
პირველად საქართველოში, თბილისის კვების ობიექტებში ჩატარდა სამომხმარებლო იმიტაციები (სიმულაციები), დაინერგა მომსახურების ხარისხის შეფასების Mystery Shopping-ის თანამედროვე მეთოდები.
ასევე, პირველად საქართველოში, ფონდის მიერ კვების პროდუქტების შეფასება მოხდა რეიტინგული სისტემით, რეკლამისა და ანტირეკლამის გამორიცხვის პრინციპით და მასალები გამოქვეყნდა მას-მედიის საშუალებებში.
ფონდი ქართული ხარისხი არის ევროპის ხარისხის ორგანიზაციის (European Organization for Quality) წევრი 2005 წლის დეკემბრიდან. ფონდის პრეზიდენტმა, დელეგატის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო ხარისხის მენეჯმენტის მსოფლიო კონგრესის (აბუ დაბი, 2004 წელი) და ევროპის ხარისხის ორგანიზაციის 49–ე (ანტალია, 2005 წელი) და 51–ე (პრაღა, 2005 წელი) კონგრესის მუშაობაში.
ფონდის პრეზიდენტი, იმავდროულად, არის ევროპის ხარისხის ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში.
ფონდის პარტნიორი ორგანიზაციებია:
-
უკრაინის ხარისხის ასოციაცია (УАК)
-
გერმანიის ხარისხის საზოგადოება (DGQ - Deutsche Gesellschaft für Qualitäte)
-
რუსეთის ხარისხის ორგანიზაცია (ВОК - Всероссийская организация качества)
-
გაერთიანებული საემიროების ხარისხის ჯგუფი
-
თურქეთის სტანდარტების ინსტიტუტი (TSE)
-
ლატვიის ხარისხის ასოციაცია
-
ბრიტანეთის ხარისხის მართვის ინსტიტუტი
-
ეგვიპტის სტანდარტიზაციისა და ხარისხის ორგანიზაცია
-
ბრიტანეთის ხარისიხის ფონდი (British Quality Foundation) და მრავალი სხვა.
ასევე, ISO-ს ყველაზე ავტორიტეტული რეგისტრატორები: TUV Sud, SGS, IQNet, ბიურო Veritas (BVQI), BM TRADA და ტესტ -სანკ-პეტერბურგი.
ფონდის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია "ქართული ხარისხის ნიშანი", რომელიც 4-ე წელია ფუნქციონირებს. "ხარისხის ნიშანი" მინიჭებული აქვს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 50-მდე საუკეთესო კომპანიას.
 |
გრიგოლ კუნჭულია
პრეზიდენტი |
| |
|
 |
თეა რაზმაძე
პროექტის მენეჯერი |
|
|
 |
მარიკა ცაგარეიშვილი
PR და მარკეტინგის მენეჯერი |
|
|
 |
ნანა კიკნაძე
პროექტის ხარისხის ნიშნის კოორდინატორი |
|
|
 |
ვლადიმერ კალანდაძე
პროექტის ხარისხის ნიშნის კოორდინატორი |
|
|
 |
ბაია სალუქვაძე
საერთაშორისო კოორდინატორი |
|
|
 |
თინათინ ზაალიშვილი
HR მენეჯერი |
|
|
|
|
|
|