პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია საუკეთესო ხარისხის პროდუქციის, მომსახურებისა და სამუშაოს გამოვლენა და მათ შესახებ მომხმარებელთათვის ინფორმაციის მიწოდება. პროექტის რეალიზაცია ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას და, ასევე, შიდა ბაზარზე მაღალხარისხიანი უცხოური პროდუქციის დამკვიდრებას. პროექტი არ არის დაფუძნებული კონკურსის წესზე და არ ითვალისწინებს პროდუქციის შედარებით შეფასებას.
ყოველი კომპანია, რომელიც უშვებს ანალოგიურ პროდუქციას და მისი პროდუქციის (მომსახურების) ხარისხი ერთი და იგივე, იმავე ტიპის შეფასების კრიტერიუმით სრულად პასუხობს ხარისხის ნიშნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შეიძლება გახდეს პროექტის ლაურეატი.
პროექტის ორგანიზატორი
პროექტი შემუშავდა და ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციის -ფონდის "ქართული ხარისხი"მიერ. ფონდი, აგრეთვე, თვალყურს ადევნებს პროექტის მიმდინარეობას და განიხილავს მიღებულ შედეგებს. პროექტის განხორციელება ეფუძნება საზოგადოებრივ, მათ შორის პროდუქციისა და მომსახურების მწარმოებელთა და მომხმარებელთა გაერთიანებებთან და სასწავლო-სამეცნიერო ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობებს.
ფონდი, აგრეთვე, არის ევროპის ხარისხის ორგანიზაციის წევრი. მათი მხრიდან პროექტის მხარდაჭერამ ქართული ხარისხის ნიშანი უფრო ავტორიტეტული და აღიარებული გახადა. პროექტის ფარგლებში შესაძლებელია შეფასდეს ყველა სახის სამრეწველო პროდუქცია, სამომხმარებლო საქონელი, საყოფაცხოვრებო, ფინანსური, სავაჭრო და სხვა მომსახურება, ასევე სამუშაო.
პროდუქციის ხარისხის შეფასების მეთოდიკა
მაღალი ხარისხის პროდუქციის გამოვლენა ეფუძნება მისი მაჩვენებლების საექსპერტო მახასიათებლებს და წარმოების პირობებს. ამისათვის გამოიყენება ხარისხის შეფასების განზოგადებული მეთოდი, რომელიც სპეციალურად მუშავდება ამა თუ იმ კერძო შემთხვევისთვის.
ძირითადად კი კვლევა ითვალისწინებს:
1. საკვლევი ობიექტის შეფასების პროგრამის შედგენას;
2. ობიექტების პირველად შესწავლას (საექსპერტო კომისისიის მიერ ობიექტების დათვალიერება);
3. ხარისხის მენეჯმენტის შესწავლას;
4. შუალედური პროდუქციის ლაბორატორიულ კვლევას (თუ საკვლევი ობიექტი პროდუქციაა - მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური ანალიზი) შერჩევითი პრინციპით;
5. საჭიროების შემთხვევაში სამომხმარებლო იმიტაციის (სიმულაციის) მოწყობას;
6. საბოლოო საექპერტო დასკვნის მომზადებას;
7. ფონდი "ქართული ხარისხი" იტოვებს ვალდებულებას განახორციელოს პროდუქციისა და მომსახურების საკონტროლო შემოწმება, სამომხმარებლო იმიტაცია და/ან ლაბორატორიული კვლევა და სხვა ღონისძიებები ხარისხის ნიშნის გამოყენების პერიოდში.
აღნიშნულ პერიოდში, ფონდი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ხარისხის ნიშნის მფლობელი კომპანია ხარისხის მენეჯმენტის შესახებ უახლესი მასალებით, ევროპის ხარისხის ორგანიზაციის რეკომენდაციებით, ასევე ჩაატაროს ტრეინინგები და სემინარები ხარისხის მენეჯმენტისა და სრულყოფილების თანამედროვე სისტემების დანერგვისა და განხორციელების შესახებ.
პროდუქციის (მომსახურების) ხარისხის შეფასების და "ხარისხის ნიშნით" კომპანიის დაჯილდოებისას გათვალისწინებული იქნება ამ კომპანიის მიღწეული წარმატებები, მსგავსი სახის პროექტებში გამარჯვება ან სხვადასხვა ჯილდოების არსებობა.
პროექტის ექსპერტები
სამუშაო პროგრამების შემუშავებას და ხარისხის მენეჯმენტის შეფასებას პროექტის ექსპერტები ახორციელებენ. ექსპერტები არიან ფონდის თანამშრომლები, სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და სამეცნიერო დაწესებულებებიდან სპეციალურად პროექტისთვის მოწვეული პროფესიონალები, ასევე მას-მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მომხმარებელთა ინფორმირება და დაჯილდოვებული კომპანიის პრომოუშენი მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირებისთვის ფონდი "ქართული ხარისხი" ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:
1."ხარისხის ნიშანი"-ს გამოყენების უფლების მინიჭებას;
2. დაჯილდოების ცერემონიალის გამართვას (უზრუნველყოფა ხდება კომპანიასთან ერთად);
3. მედია-ტურის ორგანიზებას (უზრუნველყოფა ხდება კომპანიასთან ერთად);
4. მას-მედიის საშუალებებით და ფონდის ვებ-გვერდზე განთავსებით ინფორმაციის გავრცელებას;
5. ფონდი "ქართული ხარისხი"მოცემული პროექტის ფარგლებში მზად არის მონაწილეობა მიიღოს სხვა ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებაში, რომელიც არ არის წინასწარ გათვლილი და ლაურეატ კომპანიასთან მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს.
სერტიფიკატის საზეიმო გადაცემის ცერემონიალი და პრეზენტაცია ძირითადათ გამოფენებსა და სპეციალურ ღონისძიებებზე ხდება, თუმცა შესაძლებელია ექსკლიუზიური დაჯილდოების ცერემონიალის მოწყობაც.
ჩვეულებრივ, დაჯილდოების ცერემონიალი ეწყობა ცნობილი ადამიანების, ბიზნესმენების, სახელმწიფო სტრუქტურების და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით და ფართოდ შუქდება მას-მედიის მიერ.
პროექტის ფინანსირება
პროდუქციის ხარისხის შეფასების ხარჯებს ფარავს "ხარისხის ნიშნის" პრეტენდენტი კომპანია (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა).
პროექტთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა შესაძლებელია მოხდეს სპონსორების მოზიდვით ან დონორი ორგანიზაციების დახმარებით.
1. შპს ქართუ უნივერსალი (თოლია)
2. შპს ფორტროუზ ჯორჯია
3. შპს სავანეთი
4. თათა ვარდანაშვილის სტუდია დემეტრე
5. კაფე მსოფლიო სპორტი
6. შპს თ და კ რესტორნები (მაკდონალდსი)
7. მაღაზიათა ქსელი ისი-პარი
8. GMS ჯგუფი (რესტორნები: ძველი სახლი, მატრიოშკა, საკურა და ტოკიო)
9. შპს პოულტრი ჯორჯია (კოდა)
10. საგამოფენო ცენტრი ექსპო-ჯორჯია
11. სს ვაზიანი (ცქრიალა ღვინოები)
12. შპს ბედია (მაიონეზის წარმოება)
13. შპს ტარა
14. შპს ჰა (ქაღალდის ხელსახოცები)
15. სააფთიაქო ქსელი ავერსი
16. სს თელიანი ველი
17. ჰიპერმარკეტი გუდვილი
18. ჟურნალი პირველი
19. PerkinElmer-ის წარმომადგენლობა საქართველოში
20. შპს ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია
21. შპს გეოპლასტიკი
22. კავკასიის ბიზნეს სკოლა
23. შპს BBcompany (Lavazza, Rancilio, Saeco)
24. შპს სანდო (რძის პროდუქტები)
25. შპს რექტიფიკატი (გომი - ალკოჰოლური სასმელები))
26. შპს თბილისის საიუველირო ქარხანა
27. შპს ჯორჯიან პეტროლიუმი
28. შპს სამედიცინო კლუბი საქართველო (MediClubGeorgia)
29. შპს დიო (მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები და ჟალუზები)
30. შპს ისთერნ პრომოუშენი (შოუ-ბიზნესი)
31. შპს კოლხი (პურისა და პურ-პროდუქტების წარმოება)
32. შპს უშბა დისტილერი (ალკოჰოლური სასმელები)
33. შპს ივერმედი (სამედიცინო აპარატურა და სერვის-ცენტრი)
34. შპს საქართველოს ტელეკომი
35. შპს მაქსტოპ პირველი (კომპიუტერული ტექნიკა)
36. შპს ჯორჯიან ეკო (ეკო-ფუდი - რძის პროდუქტები)
37. შპს ივერია (სამკერვალო და სპეც-ტანსაცმელი)
38. შპს სტილი (სამკერვალო და სპეც-ტანსაცმელი)
39. შპს საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია (ქარვა)
40. შპს პსპ რიხტერი (სააფთიაქო ქსელი)
41. TBC tv (სარეკლამო კომპანია)
42. შპს ესაბი (ორგტექნიკა)
43. სს ლომისი
44. შპს ეი-ბი-სი (სარკე-სარეკლამო სააგენტო)
45. შპს ბეგი კომპანი
